ზუგდიდის მერი მარკეტებისა და ცენტრალური ბაზრის წარმომადგენლებს შეხვდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედ ქსელური მარკეტებისა და ცენტრალური ბაზრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებული სასურსათო მარაგისა და ფასების რეგულირების საკითხი განიხილეს. როგორც მარკეტების მენეჯერებმა აღნიშნეს, მუნიციპალიტეტში სასურსათო მარაგის პრობლემა არ დგას და შემოტანის პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. მათივე თქმით, ინტენსიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოებიც.

როგორც გიორგი შენგელიამ განაცხადა, მუნიციპალიტეტში სასურსათო მარაგის პრობლემა არ დგას და ამ მხრივ სტაბილური ვითარებაა. ,,მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და ვუთხრა, რომ არანაირი სასურსათო დეფიციტი არ გვაქვს მუნიციპალიტეტში", - განაცხადა მერმა.

შეხვედრაზე მერმა მეწარმეებს მოუწოდა, არ დაუშვან პროდუქტზე ფასების ხელოვნური ზრდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა