მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალ პროცენტად ითვლება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და უცვლელია.

„ჯერჯერობით ისევ 4 ბავშვია, როგორც იყო 0-დან 14-წლამდე სხვადასხვა ასაკით. ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია, მდგომარეობა უცვლელია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კითხვაზე, ითვლება თუ არა დაავადების მაღალ მაჩვენებლად არასრუწლოვანთა რაოდენობა, ეზუგბაია პასუხობს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით კი. „ეს შედარებით მაღალ პროცენტად ჩაითვლება სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჯერ ვნახოთ, თუ არ შემოგვემატება, თავისთავად ეს პროცენტი დაიწევს და გაუთანაბრდება ალბათ, იმ მონაცემებს რაც დადებულია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა