ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს

ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციამ "პოსტერუმ ქუთაისი" საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. ორგანიზაციის წევებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქალაქის ქუჩებში ბუკლეტები დაარიგეს. ბუკლეტებზე დატანილია ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დაიცვას მოსახლოებამ თავი ვირუსისგან.

ორგანიზაციის წევრების თქმით, მათი მიზანია, მოახდინონ საზოგადოების ინფორმირებულობა და მიაწოდონ მათ დეტალური ინფორმაცია.

"გადავწყვიტეთ, ამ ფორმით მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია. მათ დავურიგეთ ბუკლეტები, რომელზეც დეტალურად წერია, როგორ უნდა დაიცვან თავი. ეს აქცია სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება", -განაცხადეს ორგანიზაციის წევრებმა.

მათ ბუკლეტები მერიაშიც დაარიგეს და ხელისუფლებას ლარის გაუფასურების შესაჩერებლად მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა