მესტიაში საკარანტინო სივრცეში 1 ტურისტი იმყოფება

მესტიაში ორი საკარანტინო სივრცე მოეწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, საჭიროების შემთხვევაში, საკარანტინო ზონაში 56 ადამიანის მიღებას შეძლებენ. მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კარანტინში ერთი ადამიანი იმყოფება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოს მალე დატოვებს.

„ორი სივრცე გავქვს მოწყობილი. კიდევ შეგვიძლია სხვა ადგილების მოძიება, მაგრამ ამის საჭიროება ჯერ არ არსებობს. საკარანტინო ზონების მოწყობას მოსახლეობა გაგებით შეხვდა და არავის არ ჰქონია პრეტენზია ამასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ერთი ტურისტი გვაყავს დროებით, რომელიც მალე დატოვებს ქვეყანას“, - აცხადებს ჟორჟოლიანი.

სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მესტიის გარდა საკარანტინო სივრცეები სხვა ტერიტორიებზეც არის მოძიებული და საჭიროების მიხედვით მოეწყობა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი