გორის ჰოსპიტალის დირექტორის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტიდან მათ საკარანტინო ზონაში 35 პირი მიიყვანეს

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 35 პირი გადაიყვანეს. ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, აღნიშნული პირებიდან 6 საეჭვო შემთხვევაა და ნიმუშები გაიგზავნება ლაბორატორიაში.

,,მოგეხსენებათ, გორის სამხედრო ჰოსპიტალი მუშაობს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩვენ წუხელ მივიღეთ პაციენტების ნაკადი, 35 პირი, აქედან 6 საეჭვო შემთხვევაზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეს გაიგზავნოს ნიმუშები.

ჯამში, ამ დროისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში რჩება 55 პაციენტი. აქედან 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

რაც შეეხება წუხელ, აეროპორტიდან შემოყვანილი 35 პირიდან საეჭვო შემთხვევებს, მსუბუქად არის გამოხატული სიმპტომატიკა, ძირითადად ეს არის დაბალი ტემპერატურული რეაქცია და ზოგიერთ მათგანთან არის გამოხატული ხველა. ეს ადამიანები, წუხელ, თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ მოხვდნენ ჩვენს საკარანტინო სივრცეში, ასე რომ, მათ საქართველოში ჩამოსვლისას, სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონიათ. ჩვენ ვიწყებთ მათი ეპიდანამნეზების შეკრებას. რაც შეეხება ეპიდანამნეზებს, სრულად შეკრების შემდეგ, ზოგ მათგანზე ჩვენ ალბათ მივიღებთ თვითიზოლაციაში გადაყვანის გადაწყვეტილებას, ზოგი კი - გადანაწილდება საკარანტინო სივრცეში. ჩვენთან დარჩება მხოლოდ ის პირი, ვინც იქნება საეჭვო და თითოეულ საკითხზე შეთანხმება მოხდება ჯანდაცვის სამინისტროსთან. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, გუშინ ჩვენ გავგზავნეთ 4 საეჭვო შემთხვევაზე ნიმუშები და ოთხივე უარყოფითია, რაც მოწმობს იმას, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 1-ელი მარტიდან, საკარანტინო ზონად გამოცხადებიდან დღემდე, არ დასტურდება კორონავირუსის შემთხვევა. მთლიანობაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან 31 საეჭვო პაციენტის ნიმუში გაიგზავნა ლაბორატორიაში და ყველა ნიმუშზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს გორის სახედრო ჰოსპიტალის დირექტორმა, დავით ბარლიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა