რუსთავის მერი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მოუწოდებს, დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვას და მუშაობა შეაჩერონ

რუსთავის მერი ირალი ტაბაღუა სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მოუწოდებს, დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვას და მუშაობა შეაჩერონ.

მერი ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, რუსთავში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შიდასაქალაქო მარშრუტებსა და თბილისი-რუსთავის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებზე დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება.

კერძოდ, რუსთავში შიდასაქალაქო მარშრუტებზე იმოძრავებს მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი და მთლიანად შეიზღუდა სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება ქალაქში. გარკვეული შეზღუდვები წესდება რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მოკროავტობუსების გადაადგილების კუთხითაც.

"გამომდინარე იქედან, რომ მოსახლეობის ნაწილს, განსაკუთრებული აუცილებლობიდან გამომდინარე მაინც უწევს რუსთავიდან თბილისში მგზავრობა, ამ ეტაპზე, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების ნაწილი ჩვეული გრაფიკით გადაიყვანს მგზავრებს. რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მოძრავი თერთმეტი ლოტიდან, ხაზზე დარჩება მხოლოდ ექვსი მიმართულება, კერძოდ: თოდრიას ქუჩიდან დიდუბისკენ, რკინიგზის სადგურიდან დიდუბისკენ, ძველი ბაზრიდან თბილისის რკინიგზის სადგურისკენ, მე-12 მიკრორაიონიდან ასევე რკინიგზის სადგურისკენ, გმირთა მემორიალიდან ვარკეთილისკენ და ფიროსმანის ქუჩიდან სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები, მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში გადაიყვანენ როგორც რუსთავიდან თბილისის, ასევე დედაქალაქიდან რუსთავის მიმართულებით", - აცხადებენ რუსთავის მერიაში.

თავას მერის განცხადებით, კი „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ სწორად აღიქვას არსებული მდგომარეობა".

"ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც, ამ დღეებში პრევენციის მიზნით ვრცელდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, აუცილებლად უნდა შევასრულოთ. რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე შეზღუდვები დაწესდა და ეს არის აუცილებლობით გამოწვეული, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ გადავიდა ყველა სახელმწიფო უწყება დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და ამის გათვალისწინება შეუძლიათ კერძო კომპანიებსაც, რადგან ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება, დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ქალაქის ფარგლებში გადაადგილებისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელსაც ყოველდღიურად უტარდება დეზინფექცია, იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს მოსახლეობისთვის. კითხვაზე, ეყოფა თუ არა ეს სატრანსპორტო საშუალებები მგზავრთა ნაკადს, გიპასუხებთ, რომ უნდა ეყოს, რადგან ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ გადაადგილება და მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ვიმოძრაოთ როგორც ქალაქში, ისე მის გარეთ. დღეს დილიდან აკონტროლებს ქალაქში სიტუაციას ტრანსპორტის მონიტორინგის სამსახური და თუ გამოვლინდება, რომ რომელიმე შიდასაქალაქო სამარშრუტო ხაზი არ ემორჩილება, ამ აკრძალვას, რეაგირება მოყვება მყისიერად, რადგან აქ საუბარია ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და ყველამ უნდა სწორად გავაცნობიეროთ ის გამოწვევა, რის წინაშეც დადგა დღეს მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო