ქუთაისის მერი - ქალაქში საკვები პროდუქტების საკმარისი მარაგია და მოსახლეობის შიშის საფუძველი არ აქვს

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქში არსებული ის საწყობები მოინახულა, სადაც სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტებია დასაწყობებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქში მოქმედი სუპერმარკეტების ქსელებში და ცალკეულ მარკეტებში დღემდე არ შეინიშნება დეფიციტი და შესაბამისად, მოქალაქეებს ჩვეული წესით შეუძლიათ ყველაფრის შეძენა.

„პანდემიასთან ბრძოლის პირობებში მოქალაქეებს ხშირად უჩნდებათ სხვადასხვა შიშები, მათ შორის საკვების მარაგის ამოწურვის შიში. ჩვენ რამდენიმე დიდი საწყობი ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ ქალაქში საკვები პროდუქტების საკმარისი მარაგია. ხოლო, მარაგის ამოწურვის შემდეგ, მოხდება მათი ხელახალი შევსება,“ - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა