ირაკლი აბესაძის განცხადებით, თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დაცვისთვის, შესაძლოა, გარკვეული ღონისძიებების გამკაცრება აუცილებელი გახდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დაცვის მიმართულებით შესაძლოა, გარკვეული ღონისძიებების გამკაცრება აუცილებელი გახდეს. როგორც აბესაძე განმარტავს, მოქალაქეებმა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ.

„როგორც უკვე საქართველოს მთავრობამაც და პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა, მოსალოდნელია ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატება და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, თავად მთავრობას, სახელმწიფო უწყებებს უფრო მეტი ინტენსივობით, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მუშაობა მოეთხოვებათ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს მოქალაქეთა მხრიდან უპასუხისმგებლო ქცევას, რადგან ვირუსი ვრცელდება ადამიანებს შორის კონტაქტით. იმ ადამიანებმა, ვინც არის ვირუსის მატარებელი, ან შესაძლოა, იყოს ვირუსის მატარებელი, რა თქმა უნდა, უნდა დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელიც მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, საქართველოს მთავრობიდან. მათ უნდა უზრუნველყონ თვითიზოლაცია და კარანტინის წესების დაცვა. ამიტომ, ამ მიმართულებით გარკვეული ღონისძიებების გამკაცრება შესაძლებელია აუცილებელიც კი გახდეს“ ,- განაცხადა აბესაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა