თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და იუნკერები ელექტრონული პლატფორმით - Ilias სარგებლობენ. აღნიშნულ რესურსზე სასწავლო მასალა - ელექტრონული წიგნები, საკითხავი მასალა და პრეზენტაციები იტვირთება.

„ლექციების დისტანციურად ჩატარებისას ეთა-ში, ასევე, გამოიყენება zoom-ის ვიდეოკონფერენციების აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებშია აპრობირებული. ონლაინ სწავლების სრულყოფილად და სტანდარტების შესაბამისად გაგრძელების მიზნით, პროფესორ-მასწავლებლებს გავლილი აქვთ ტრენინგები, ხოლო იუნკერებს, რომლებიც აკადემიაში ჩარიცხვის დღიდან უზრუნველყოფილნი არიან ნოუთბუქებით, შეუფერხებლად მიეწოდებათ ინტერნეტი.

სასწავლო აკადემიური პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმშიც. დისტანციური სწავლებისათვის ლიცეუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული მეთოდით სარგებლობს. სასწავლო პროცესის მართვა „Miscrosoft Office 365"-ის Teams აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი. აღნიშნული პროგრამა ინტერაქციული ხასიათის გაკვეთილების ჩატარების, დავალებების მიცემის, კითხვის დასმისა და მოსწავლეთა დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობას იძლევა“, - ნთქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს