გია ვოლსკი მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების განცხადებაზე - ვფიქრობ, ფანჯარა დიდი ხანია გამოღებულია, საქართველო ევროპული საზოგადოების ღირსეული წევრია

ვფიქრობ, ფანჯარა დიდი ხანია გამოღებულია, ვფიქრობ, საქართველო არის ევროპული საზოგადოების ღირსეული წევრი, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების განცხადებას. მისივე თქმით, საქართველომ გაცილებით უფრო მეტი ნაბიჯი გადადგა ევროპული თანეგობრობისკენ, ვიდრე ამ შეფასებაშია ასახული.

"მე ვფიქრობ, რომ ამ შეთანხმებამ გარკვეული უკეთესი პერსპექტივა გაუჩინა ჩვენ ქვეყანას, რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა. ძალიან დიდია მობილიზება იმ ძალების, მათ შორის, არა მარტო საქართველოში, რომელიც დესტაბილიზაციაში ხედავს პერსპექტივას და პოლიტიკურ გამორჩენას. ვფიქრობ, ახლა ის დრო არ არის, რომ პოლიტიკური დაპირისპირების ხარისხი გავზარდოთ. ასე რომ, შეფასებას ვიღებ, დადებითია, კარგია, მაგრამ ამასთანავე უნდა ვთქვათ, რომ საქართველომ გაცილებით უფრო მეტი და მძლავრი ნაბიჯი გადადგა ევროპული თანეგობრობისკენ, ვიდრე ამ შეფასებაშია ასახული,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლებმა განცხადება გაავრცელეს.

“პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის იქნა მიღწეული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ მივესალმებით, წარმოადგენს შესაძლებლობების ფანჯარას საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის, -ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების ტიტუს კორლატეანის და კლოდ კერნის განცხადებაშია ნათქვამი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა