საქართველოში დისტანციური სესიები ამოქმედდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, დისტანციურ საგანმანათლებლო პროგრამას წარადგენს. სესიები ონლაინ რეჟიმში მეწარმეობის, ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით აერთიანებს ვიდეო ბლოგებს, ავატარის ლექციებს, ელექტრონულ რიდერებს და პოდქასთებს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ქვეყანაში COVID-19 ვირუსის შტამის გავრცელებასთან დაკავშირებული შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დისტანციური სესიები უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახადეს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. სესიებში მონაწილეობენ წარმატებული სტარტაპები, მეცნიერები, მკვლევარები, სამოტივაციო სპიკერები და ტრენერები.

უკვე ცნობილია ვიდეო ბლოგების თემატიკა რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან საკითხებს: მეწარმეობა და აზროვნების დიზაინი, პროდუქტის განვითარება, იდეის ვალიდაცია, UI & UX დიზაინი, Agile & Scrum მეთოდი სტარტაპებისთვის, ფიჩინგი ინვესტორების წინაშე, ფანდრაიზინგი და ფინანსებთან წვდომის გზები, ტექნოლოგიური ტრენდები და სხვა. მრავალფეროვანია ელექტრონული რიდერების და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ავატარის ლექციების თემებიც. მათ შორის იქნება: მეწარმეობა და სტარტაპ ეკოსისტემა, ინოვაცია როგორც ყოველდღიურობა, საავტორო უფლებების დაცვა, ბიზნეს მოდელი და ფასეულობათა განაცხადი, ბაზრის ტიპები და ანალიზის მეთოდები და სხვა, სფეროებისთის აქტუალური თემები.

აღნიშნული დისტანციური სესიები ანაცვლებს ეკოსისტემის გარშემო დაგეგმილ და ახლა უკვე გაუქმებულ ტრენინგებს და მასტერკლასებს. ის საშუალებას აძლევს ნებისმიერ დამწყებ სტარტაპს, მიიღოს მისთვის საჭირო ცოდნა და მოემზადოს საკუთარი კომპანიის ბაზარზე წარმატებით კომერციალიზაციისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა