ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს საკვებს სახლში მიუტანენ

ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, „მადლიერების სახლის“ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ბენეფიციარებს სახლებში მოხალისეეები მიაკითხავენ და საკვებს მიუტანენ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემული იქნა რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ამ პროცესში ჩართული არიან ქალაქის მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და 80 მოხალისე.

„ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალური თვითიზოლაცია კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მათი, ვინც რისკის ზონაშია- 70 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ , რომ 70 წელს გადაცილებული ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლებში, ხოლო ჩვენი სტრუქტურები იმუშავებენ იმაზე, რომ ამ ადამიანებს სახლებში მივაწოდოთ პროდუქტი, მედიკამენტები და სხვა ტიპის მომსახურება“, - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

მერიის ინფორმაციით, საკვებთან ერთად, ამ ადამიანებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებშიც უსაფრთხოების რეკომენდაციებია მოცემული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა