საგარეო უწყება - სახელმწიფო აქტიურად გამოიყენებს ახალგაზრდა ელჩების რესურსს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დასახმარებლად

საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიასპორული პროექტის - „საქართველოს ახალგაზრდა ელჩის” მონაწილეებთან ვიდეო-კონფერენცია გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიდეო-კონფერენციაში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გივი ჭიჭინაძე და სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი მონაწილეობდნენ.

მათივე ცნობით, ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებას და ამ კუთხით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის სტუდენტების მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„მონაწილეებმა ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდა ელჩებისგან მოისმინეს ინფორმაცია იმ საკითხებისა და საჭიროებების შესახებ, რაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების გამო დიასპორის წარმომადგებლებს, განსაკუთრებით კი მათ თანატოლებს შეეხოთ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აქტიურად იყოს გამოყენებული “ახალგაზრდა ელჩების” რესურსი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კომუნიკაციის და მათ საჭირიებებზე ოპერატიული რეაგირებისთვის. შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს შემდგომი ეფექტიანი თანამშრომლობის გზებზე და შეთანხმდნენ მომდევნო დღეების განმალობაში აქტიურ რეჟიმში კომუნიკაციაზე. როგორც პროექტში გამარჯვებულმა “ახალგაზრდა ელჩებმა” აღნიშნეს რომ ისინი თანამემამულეებს აქტიურად აწვდიან ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს და სხვა სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომებისა და ახალი რეგულაციების შესახებ. ახალგაზრდა ელჩებს მიეცათ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები და ინფორმაცია დიაპორის წარმომადგენელთა დახმარების მხრივ არსებული შესაძლებლობების შესახებ. როგორც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგებლებმა, აღნიშნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სააკორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ და შესაბამის მითითებებს გასცემს მათ დასახმარებლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა