რუსთავში მეორე საკარანტინე ზონა იხსნება

რუსთავში, სასტუმრო "რუსთავის" გარდა, კიდევ ერთი საკარანტინე ზონა დღეს გაიხსნება. ამის შესახებ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ცოტა ხნის წინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც რუსთავის მერმა აღნიშნა, მეორე საკარანტინო ზონა სასტუმრო „გრანდ-ვეჯინში“ გაიხსნება, სადაც უკვე მომზადებულია 56 ნომერი, რომელშიც სავარაუდოდ დღესვე განთავსდებიან რისკ ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები.

ამასთან, სასტუმრო „რუსთავში" გახსნილ საკარანტინე ზონაში ამ დროისთვის 83 პირია განთავსებული, 14-მა კი თვითიზოლაციაში გადაინაცვლა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სულ რუსთავში თვითიზოლაციაში 39 პირი იმყოფება, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპის ქვეყნებიდან დაბრუნდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა