სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა  საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები და რეგიონში არსებული ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათივე ცნობით, რწმუნებულმა მათ პრემიერ-მინისტრთან საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ჩატარებული შეხვედრის დეტალები გააცნო და აუხსნა თუ რა ზომები უნდა იქნეს მიღებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

„თათბირის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების საკითხი, თვითიზოლაციის დამრღვევ პირთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებები, საკარანტინო ზონებში არსებული მდგომარეობა, პურ-პროდუქტების გაძვირების საკითხი და ტურისტულ ცენტრებსა და სარიტუალო სახლებში დაწესებული შეზღუდვები. მხარის რწმუნებულმა თათბირის დროს აღინიშნა, რომ ამ დროისთვის მიკროავტობუსების გადაადგილება იზღუდება ქალაქებში, რაც შეეხება ქალაქებსა და რაიონებს შორის მათ მოძრაობას, ამ ეტაპზე ეს უცვლელი რჩება, თუმცა ამ შემთხვევაში შეძლებისდაგვარად იქნება კონტროლი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გადაადგილდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს