გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, პოლიცია სამარშრუტო ტაქსის იმ მგზავრის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს, რომელმაც სავარაუდოდ, თვითიზოლაციის რეჟიმი დაარღვია

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, პოლიცია თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსის იმ მგზავრის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს, რომელმაც სავარაუდოდ, თვითიზოლაციის რეჟიმი დაარღვია.

როგორც მარი გიუნაშვილი აცხადებს, მგზავრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა, ტელეფონით ახლობელს ესაუბრებოდა და საუბრისას აღნიშნა, რომ 4 დღის წინ, პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, თვითნებურად დაარღვია შიდაიზოლაციის რეჟიმი და ზუგდიდისკენ მიდიოდა.

მისი თქმით, აღნიშნულმა ინფორმაციამ სამარშრუტო ტაქსში მყოფი სხვა მგზავრების აღშფოთება გამოიწვია და ერთ-ერთმა მათგანმა ცხელ ხაზზე დარეკა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი ავტომაგისტრალზე გორთან ახლოს მიკროავტობუსიდან გაიქცა.

„მომხდარ ფაქტზე ეცნობა პოლიციას. სხვა მგზავრებმა აღნიშნული პირის სატელეფონო საუბრის შინაარსიდან შეიტყვეს, რომ მამაკაცი რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო პოლონეთიდან, ექვემდებარებოდა შიდაიზოლაციას, თუმცა, ეს რეკომენდაცია დაარღვია და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დასავლეთ საქართველოსკენ გადაადგილდებოდა. მიკროავტობუსის მძღოლს და ყველა მგზავრს მივეცით შიდაიზოლაციის რეკომენდაცია“, - აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

როგორც „ინტერპრესნუსს“ შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება და იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება, რომ თვითიზოლაციის წესია დარღვეული, პირის კარანტინში გადაყვანა მოხდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს