ზუგდიდში მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს, ღია სივრცეებსა და სასოფლო ამბულატორიებს დეზინფექცია ჩაუტარდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დღეს ზუგდიდში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს, დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს, ღია სივრცეებსა და სასოფლო ამბულატორიებს.

მათივე ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაეცნენ.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო, დღეს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოები და საერთო სივრცეები სპეციალური ხსნარით დამუშავდა, ასევე სპეციალური ხსნარით დამუშავდა მოსაცდელები. ასევე, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა 52 სკოლას, 62 საბავშვო ბაღს და ყველა სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებას. ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალური ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გვინდა მაქსიმალურად დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არის გაცემული, კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დავიცვათ რეკომენდაციები“, -აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში დღის ბოლომდე გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა