კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარულ ინიციატივებს კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი გაუწევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივით, კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარული ინიციატივების კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი გაუწევს.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკვე შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც შეგროვდება კომპანიების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის და მოქალაქეების წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია.

„ აღნიშნულის ანალიზის შედეგად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის კოორდინაციით, კერძო სექტორის სოლიდარული აქტივობები კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება.

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ ბიზნესთან დისტანციურად, ვიდეო ჩატის საშუალებით, ორგანიზებულ შეხვედრაზე განიხილეს ამ დროისთვის კერძო სექტორის მხრიდან სოლიდარული აქტივობებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი და ის საჭიროებები, რომელთა მოგვარებაშიც აღნიშნული კომპანიები ჩაერთვებიან“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა