ირაკლი ტაბაღუა - საიზოლაციო სივრცის ქალაქში არსებობა რუსთაველებისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავში საიზოლაციო სივრცეების მოწყობა, პრევენციის ერთ-ერთი ფორმაა და იქ ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები მოთავსდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

ტაბაღუას განმარტებით, სასტუმრო ,,გრანდ-ვეჯინში“ მოთავსდებან ადამიანები, რომლებსაც თვითიზოლაციის საშაულება საკუთარ სახლებში არ აქვთ. მისივე თქმით, ქალაქში ასეთი სივრცის არსებობა საფრთხეს არ წარმოადგენს.

,,პირველ რიგში მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ აქ იცხოვრებენ ადამიანები, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ჩამოსულები არიან რისკის შემცველი ქვეყნებიდან. ეს ადამიანები არ არიან დაავადებულები, ეს არის პრევენციის ერთ-ერთი ფორმა.

ისინი იქნებიან დაკვირვების ქვეშ ისევე, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც სახლში იცავენ ამ წესს. სასტუმრო ,,გრანდ-ვეჯინში“ იცხოვრებენ ის ადმიანები, რომლებსაც თვითიზოლაციის საშუალება საკუთარ სახლებში არ აქვთ. ასეთი სივრცის არსებობა ქალაქში არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს რუსთაველებისთვის. სასტუმრო ,,გრანდ-ვეჯინში“ ამისთვის მზად არის 56 ნომერი, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სასტუმრო მზადაა ადამიანების მისაღებად“, - განაცხადა რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მათივე ცნობით, ქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე შიდასაქალაქო და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებულ აკრძალვებზე და შეზღუდვებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. როგორც ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, ეს არის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის გადადგმული ნაბიჯი.

,,მე მინდა მადლობა გადავუხადო რუსთაველებს, იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ. დღეს, მგზავრთა ნაკადი აშკარად შემცირებული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსთაველები ითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აძლევს“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო