ზუგდიდში პირბადეების წარმოება დაიწყო

ზუგდიდში პირბადეების წარმოება დაიწყო. როგორც სოციალურ სამკერვალო საწარმო "ჰანგ"-ისდამფუძნებელმა, რუსლან საჯაიამ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამედიცინო პირბადეების წარმოება დღეიდან დაიწყო.

მისი განცხადებით, ერთჯერადი პირბადეები შეკვეთით იკერება და ერთეულის ღირებულება 50 თეთრს შეადგენს.

„დაგვიკავშირდა ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელსაც პირბადეები სჭირდებოდა. ამ ეტაპზე შეკვეთების მიხედვით ვაპირებთ მუშაობას, სანამ ნედლეულის უფრო მეტ მარაგს შემოვიტანთ. პირველ ეტაპზე 600-მდე პირბადის შეკვეთა გვაქვს და კიდევ შემოდის წერილები. სამედიცინო პირბადეები ყველა სტანდარტისა და ნორმების დაცვით მზადდება“,-აცხადებს საწარმოს დამფუძნებელი.

მისივე თქმით, სამკერვალო საწარმოში სულ 10 ადამიანი და მათ შორის 3 შშმ პირია დასაქმებული. ამასთან, კომპანია რეკომენდაციებს ითვალისწინებს და ამჟამად ადგილზე მხოლოდ ის პირები მუშაობენ, ვინც პირბადეებს კერავს, ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ცნობისთვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში პირბადეების დამზადებაში ათამდე სამკერვალო საწარმოა ჩართული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა