სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების შემთხვევაში, სამინისტრო მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს შესთავაზებს

1-ელი აპრილის შემდეგ, სკოლებში არდადეგების პროცესის გახანგრძლივების შემთხვევაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს შესთავაზებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განუცხადა.

დგებუაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობს.

„ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ გაგრძელდეს სასწავლო პროცესი კიდევ უფრო შეკუმშული ეროვნული სასწავლო გეგმით, მოდიფიცირებული, ოღონდ გარკვეული პერიოდით. ალბათ, მოხდება აღდგენითი საათების ჩატარება. ამას უკვე დეტალურად შემდეგ გავაჟღერებთ, როგორ ვფიქრობთ ამ ტიპის პროცესის დაწყებას. გვინდა და ვთანამშრომლობთ „პირველ არხთან“, სადაც გამოვიყენებთ სატელევიზიო ბადეს და სასწავლო პროცესის გადატანა მოხდება სატელევიზიო ბადეში. ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი გვექნება ორშაბათს და დეტალებს გავაჟღერებთ. ასევე მუდმივად საუბარია ალტერნატიულ საკომუნიკაციო არხებზე. რეკომენდაციის პაკეტი ყველა საჯარო სკოლას უკვე დაეგზავნა, მათ შორის ეს რეკომენდაციების პაკეტი ნათარგმნია სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე და მათაც დაგზავნილი აქვთ მშობლიურ ენაზე. ამ რეკომენდაციის ფარგლებში მითითებულია ყველა ის გზა, გაფილტრული პლატფორმები, რომლის გამოყენებაც სკოლას შეუძლია ონლაინ რეჟიმში თავიანთ მოსწავლეებთან და მშობლებთან. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი გზა“, - განაცხადა დგებუაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, სატელევიზიო გაკვეთილები ყველა საფეხურის მოსწავლისთვის იქნება, დეტალები კი ორშაბათს დაგეგმილ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა