სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების შემთხვევაში, მოსწავლეებს, რომელთაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, მასწავლებლები დავალებებს ტელეფონით მისცემენ

1-ელი აპრილის შემდეგ, სკოლებში არდადეგების პროცესის გახანგრძლივების შემთხვევაში, იმ მოსწავლეებს,რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, მასწავლებლები ტელეფონით დაუკავშირდებიან და დავალებებს მისცემენ.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც დგებუაძემ აღნიშნა, სამინისტრო მოსწავლეებთან კომუნიკაციის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, ერთ-ერთი კი სატელეფონო კომუნიკაციაა.

„საკომუნიკაციო არხად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. ეს დამოკიდებული იმაზეა, რა სოციალური ფონია და რომელი საკომუნიკაციო საშუალებაა ეფექტური. ჩვენი მიზანია, განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ ყველა მოსწავლისთვის. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ. მხოლოდ ონლაინ სწავლება არ არის ჩვენთვის პრიორიტეტი. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა და გზა იმისთვის, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის კომუნიკაცია იყოს დაგეგმილი და განხორციელებული“, - განაცხადა დგებუაძემ.

მისივე თქმით, სამინისტრომ მასწავლებლებს მითითება მისცა რომ თითოეულ მოსწავლეს მისი შესაძლებლობებისა და ინტერესების ფარგლებში მისცეს დავალება ინდივიდუალურად.

„დღეს განათლების სამინისტროს გახანგრძლივებული აქვს არდადეგები. არდადეგების პერიოდში შესაძლებელია მოსწავლეს მისცე დავალება, მაგრამ ეს არ ხდება სავალდებულო წესად, რომ ნიშანი დაუწეროს მასწავლებელმა. ახლა ვიმყოფებით რეჟიმში, როდესაც სკოლას აქვს გახანგრძლივებული არდადეგები. ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია შემდეგია - იმის გამო, რომ არდადეგები გახანგრძლივდა, კომუნიკაცია არა მარტო მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ჯანსაღი კომუნიკაცია უნდა იყოს დამრიგებელსა და მასწავლებელს შორის, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, დამრიგებელს, მოსწავლესა და მის მშობელს შორის.

არდადეგების პერიოდში თუ რა რეკომენდაციას მოამზადებს მასწავლებელი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მითითება მივეცით მასწავლებლებს, რომ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მათი ინტერესების ფარგლებში მისცეს დავალება ინდივიდუალურად. ამ ნაწილში მივეცით მასწავლებლებს დაფიქრების, მუშაობის, ლიტერატურის მოძიების შესაძლებლობა. ეს შესაძლებელია მასწავლებელმა მოსწავლეს სატელეფონო კომუნიკაციითაც მიაწოდოს, როდესაც მას იცნობს. მეორე გზა გახლავთ ონლაინ რეჟიმში რამდენიმე მოსწავლის ან კლასის ჩართვა“, - განაცხადა დგებუაძემ და დასძინა, რომ უკუკავშირიც მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ტელეფონის საშუალებით მოხდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა