რუსთავის მერი ქართველი ექიმების მხარდამჭერ ,,მადლიერების ტაშის“ აქციას შეუერთდა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქართველი ექიმებისთვის ,,მადლიერების ტაშის“ აქციას შეუერთდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ზუსტად 21:00 საათზე, ქალაქის მერიის წინ, რუსთავის მერი, მერის მოადგილეები გოჩა ლორია, ბესიკ ტოგონიძე და მერიის ის თანამშრომლები შეიკრიბნენ, რომლებიც ამ დროისთვის ჯერ კიდევ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობაში იყვნენ.

აქციაში მონაწილეობა რუსთაველმა ექიმმა შორენა მიქაძემაც მიიღო.

,,მუშაობის დისტანციური რეჟიმიდან გამომდინარე, დღეს აქ ცოტანი ვდგავართ, მაგრამ ყველა უდიდეს მადლობას ვუხდით ქართველ ექიმებს, რომლებიც ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ და ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან. ჩვენ ვამაყობთ მათი პროფესიონალიზმით, მათ უყვართ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ამ დღეეში ქართველმა ექიმებმა მართლაც შეუძლებელი შეძლეს და უდიდესი მადლობა მათ ამ გმირობისთვის" , - განაცხადა რუსთავის მერმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო