ავიაკომპანია „რაინეარი“ მომავალი კვირიდან ევროპაში თითქმის ყველა რეისს აუქმებს

ბიუჯეტური ავიაკომპანია „რაინეარი“ აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან ევროპაში თითქმის ყველა რეისს გააუქმებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის კრიზისს უკავშირდება.

ეპიდემიამ განსაკუთრებით დააზარალა ავიაინდუსტრია, რადგან ვირუსის შესაჩერებლად არაერთი ქვეყნის ხელისუფლებამ საზღვრები დაკეტა და ფრენები აკრძალა.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში „რაინეარი“ მის მომხმარებლებს მოუწოდებს, ხელისუფლების ყველა აკრძალვას დაემორჩილონ.

კომპანიის ინფორმაციით, 18 მარტიდან 24 მარტამდე დაგეგმილი რეისების 80% გაუქმდება, ხოლო 24 მარტიდან თითქმის ყველა რეისი აიკრძალება. დარჩება მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის აუცილებელი რეისების მცირე რაოდენობა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მჭიდრო კავშირზე იმყოფება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში სამაშველო რეისების განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა