ბონდო სოფრომაძე - პროდუქტის ხელოვნურად გაძვირების ყველა ფაქტი იქნება გამოვლენილი და სათანადო რეაგირებას მოვახდენთ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ქალაქში არსებულ მარკეტებში სურსათის მარაგი და ფასები პირადად გადაამოწმა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მერმა სასურსათო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდა, ხელოვნურად არ აწიონ ფასი, განსაკუთრებით ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე.

"დღეს სურსათით მომარაგების მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს და მოსახლეობას პროდუქტების მომარაგების საჭიროება არ აქვს. ამასთან, პრემიერის გადაწყვეტილებით, შეიქმნება მექანიზმი, რომელიც ბიზნესთან კოორდინაციით თავიდან აგვაცილებს ფასების ზრდას ძირითადი მოხმარების 7 სასურსათო პროდუქტზე.

მაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში ფასები ხელოვნურად იქნა აწეული პროდუქტებზე. დღეს პირადად ვნახე, რომ გარკვეულ პროდუქტები მართლაც გაძვირებულია, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული. ყველა არაკეთილსინდისიერი ფაქტი იქნება გამოვლენილი და მოვახდენთ სათანადო რეაგირებას", - განაცხადა ბონდო სოფრომაძემ.

სასურსათო მაღაზიებში არსებული მდგომარეობა მერთან ერთად მოადგილეებმა მანუჩარ ფანჩულიძემ და მერაბ სირაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა არჩილ ქოჩიაშვილმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მანუჩარ რობაქიძემ დაათვალიერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა