პოლიციამ თბილისი-ზუგდიდის მიკროავტობუსის მგზავრი, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსის მგზავრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გუშინ თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა, ტელეფონით ახლობელს ესაუბრებოდა და საუბრისას აღნიშნა, რომ 4 დღის წინ, პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, თვითნებურად დაარღვია შიდაიზოლაციის რეჟიმი და ზუგდიდისკენ მიდიოდა.

აღნიშნულის შემდეგ ერთ-ერთმა მგზავრმა ცხელ ხაზზე დარეკა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი ავტომაგისტრალზე გორთან ახლოს მიკროავტობუსიდან გაიქცა.

იხილეთ ვიდეო: თბილისი-ზუგდიდის მიკროავტობუსის მგზავრი, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა