გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის ერთ მონაკვეთზე (კმ93-კმ99) ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, ხოლო მეორე მონაკვეთზე (კმ99-კმ106) ზვავსაშიშროების რეჟიმი ნარჩუნდება.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი ტექნიკა და ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყველა მონაკვეთზე უმოკლეს ვადებში აღდგება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა