„ჯორჯიან მანგანეზმა“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, „ჯორჯიან მანგანეზი“ ქვეყანაში კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე აგრძელებს.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტზე, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაიწყო.

კომპანია სრული პასუხისმგებლობით იზიარებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და სახელმწიფოს მიერ გატარებულ კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებს მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სახელმწიფო და მსოფლიო მოკლე დროში შეძლებს COVID-19-თან გამკლავებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო