ლარსზე გაჩერებული სურსათით დატვირთული სატვირთო მანქანები, უამინდობის გამო, თბილისისკენ გამომგზავრებას კვლავ ვერ ახერხებენ

ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან გაჩერებული, სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი სატვირთო მანქანა, უამინდობის გამო, თბილისისკენ გამომგზავრებას ისევ ვერ ახერხებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით ისევ ზვავსაშიშროებაა და გზები ჩაკეტილია.

„როგორც კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან დაგვრთავენ ნებას, სატვირთო მანქანები დაიძრებიან“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

შეგახსენებთ, გუშინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ლარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას, ვინაიდან ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა