ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ოთხი პაციენტი კორონავირუსზე კვლევის შედეგებს ელოდება

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ოთხი მოქალაქე კორონავირუსზე კვლევის შედეგებს ელოდება,- ამის შესახებ კლინიკის ექიმმა დავით მურვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ოთხივე მოქალაქე საკარანტინო სივრციდან ტემპერატურის მატებით წუხელ შეიყვანეს, მათ რისკ-ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

დავით მურვანიძის ინფორმაციით, კორონავირუსის მქონე მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა არავითარი ჩივილები არ გააჩნია. არც სიცხე და არც არავითარი პრობლემა არ აქვს“,- განაცხადა დავით მურვანიძემ.

ცნობისთვის, აჭარაში 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო სივრცეში,ხოლო 200-მდე კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა