კახეთში საკარანტინო სივრცეში 133 მოქალაქე იმყოფება. ისინი თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამ სასტუმროში არიან გადანაწილებული. გვიან ღამით მათგან ერთი, მაღალი ტემპერატურით თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაავადებათა კონტროლის კახეთის სამმართველოს უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დანარჩენი მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, პირს, რომელიც პროტოკოლის წესის დაცვით თბილისში გადაიყვანეს, აღენიშნებოდა მხოლოდ ტემპერატურა და კორონავირუსის დამახასიათებელი სხვა სიმპტომი არა.
კახეთის მასშტაბით ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 249 პირი იმყოფება, სამმა თვითიზოლაცის წესი დაარღვია, 10 -ს საინკუბაციო პერიოდი დაუსრულდა და თვითიზოლაციის ვალდებულება მოეხსნა.