გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში 57 პირი იმყოფება

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ 10 საეჭვო შემთხვევაზე პასუხი უარყოფითია, პირებზე, რომლებიც მოგზაურობის ისტორიით ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში გუშინ შეიყვანეს, კორონავირუსით ინფიცირება არ დადასტურდა.

,,ამ დროისთვის, ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში რჩება 57 პირი, მათგან 16 სამხედრო მოსამსახურეა, 41 კი - სამოქალაქო პირი. გუშინ ლაბორატორიაში 10 პირზე გაიგზავნა საკვლევი მასალა და ათივეს პასუხი უარყოფითია. ყველა პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, რამდენიმე მათგანს უფიქსირდება დაბალი ტემპერატურული რეაქცია. რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს, დღეს ჩვენ დავიწყებთ როტაციას, დეტალურად მოხდება შესწავლა, გავიგებთ, თუ რომელ მათგანს აქვს თვითიზოლაციის საშუალება და შესაბამისად, ჩვენთან მოთავსებულთა რაოდენობა შეიცვლება, ეს ციფრები შემცირდება“, - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა