ბათუმის ქუჩებში სასულიერო პირები და მართლმადიდებელი მრევლი მსვლელობას აწყობენ

ბათუმის ქუჩებში სასულიერო პირები და მართლმადიდებელი მრევლი მსვლელობას აწყობენ. მათი განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა- კურთხევით, სასულიერო პირები ქუჩებს აკურთხებენ და თანამოქალაქეებს ლოცვისკენ მოუწოდებენ.

სასულიერო პირები იმედოვნებენ, რომ ლოცვითა და რწმენით ქართველი ერი განსაცდელს დაძლევს.

მსვლელობა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. ქუჩების კურთხევა როგორც ბათუმში, ასევე ქობულეთსა და ხელვაჩაურში შესრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო