მარიამ ქვრივიშვილი საზოგადოებას - გთხოვთ, ნუ დაარღვევთ თვითიზოლაციის წესებს, ნუ დალევთ სიცხის დამწევს ჩამოფრენამდე - კარანტინში კარგია, ერთად ძლიერები ვართ

გთხოვთ, ნუ დაარღვევთ თვითიზოლაციის წესებს, ნუ დალევთ სიცხის დამწევს ჩამოფრენამდე და ნუ ვიქნებით უნებლიე ვირუსის გამავრცელებლები ჩვენსავე ოჯახებში, საყვარელ ადამიანებში და ქვეყანაში , - ასე მიმართავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილის საზოგადოებას.

ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მადლობას უხდის ყველა იმ პირს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის.

მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 22 სასტუმროში გახსნილ საკარანტინე ზონებში 1600-მდე ადამიანი იმყოფება.

„უკვე ათი დღე გავიდა მას მერე, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით და შესაბამისი მთავრობის განკარგულებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა საქართველოს მასშტაბით კარანტინის ზონების შექმნა, მოწყობა და შემდგომი მართვა. ასევე, ყველა იმ ადამიანის კვების, ტრანსპორტირებისა და სხვა ლოჯისტიკური საქმიანობების ორგანიზება, რომელსაც სავალდებულო, 14- დღიანი კარანტინი ეხება. სიტყვა “კარანტინი” საკმაოდ დამთრგუნველად ჟღერს ალბათ, თუმცა ჩვენ ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ვცდილობთ თქვენთვის. მეტიც, გეტყვით რომ სამჯერადი კვება, კარგი სასტუმრო, ხშირ შემთხვევაში კარგი ხედიც, სრული სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება (ჭადრაკისებრი განლაგებითა და ე.წ. Lunch box-ებით სავარძლებზე) და 24/7 სამედიცინო და უსაფრთხოების მონიტორინგი ადგილზეა. ასევე, ულევი პოზიტივი კარანტინში მყოფი სხვა ადამიანებისგან და სასტუმროების გმირი თანამშრომლებისგან, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ თქვენს კომფორტზე. დღეს საქართველოს მასშტაბით 1600-მდე ადამიანს ვმასპინძლობთ კარანტინის ზონად ქცეულ 22 სასტუმროში“, - აღნიშნავს ქვრივიშვილი.

მისივე თქმით, კარანტინთან დაკავშირებული ყველა ხარჯი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება.

„ეს არის მთავრობის გამოხატული ზრუნვა საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეზე, რათა მაქსიმალურად მოხდეს COVID-19 გავრცელების პრევენცია. ვამაყობ, რომ ასეთ მნიშვნელოვან, ურთულეს და ღირებულ საქმეს ვაკეთებთ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის. ვამაყობ, როცა კარანტინში მყოფი ადამიანების მადლიერ და სასიამოვნოდ გაოცებულ პოსტებს ვკითხულობ. ამ პროცესში განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უკლებლივ ყველა თანამშრომელს, რომლებსაც 24 საათში საშუალოდ 2 საათიც ვერ სძინავთ პროცესის სამართავად, ყველა იმ სასტუმროს თანამშრომელს (მზარეულს, სერვისში თუ მიმღებში მყოფს), მფლობელს და მმართველ გუნდს, რომელიც ჩვენთან ერთად უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კომფორტს, ყველა სამედიცინო და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც 24/7 უზრუნველყოფენ ჩვენი ხალხის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებაზე, გუბერნატორებს, DMO-ებს რეგიონებში და ადგილობრივ თვითმართველობებს. აჭარის მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს და ტურიზმის დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას! ახლა უკვე იცით, თუ რამდენი ადამიანი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, გთხოვთ, ნუ დაარღვევთ თვითიზოლაციის წესებს, ნუ დალევთ სიცხის დამწევს ჩამოფრენამდე და ნუ ვიქნებით უნებლიე ვირუსის გამავრცელებლები ჩვენსავე ოჯახებში, საყვარელ ადამიანებში და ჩვენივე ქვეყანაში - კარანტინში კარგია, ერთად ძლიერები ვართ და მალე დავამარცხებთ COVID-19!“- აღნიშნულია ქვრივიშვილის განცხადებაში.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა