"ლელოს" ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტების პრობლემებზე საუბრობენ

პარტია "ლელოს" ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგიზე გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტების პრობლემებზე ისაუბრეს.

როგორც ორგანიზაციის წევრი გიორგი ბერძენაძე აცხადებს, კორონავირუსის პრობლემების გამო, 22 სტუდენტს დამსაქმებელმა კონტრაქტები შეუწყვიტა, რის გამოც ქუჩაში დარჩნენ.

მისი თქმით, მათ გუშინ დაუკავშირდნენ სტუდენტები და დახმარება თხოვეს.

"ლელოს" ინფორმაციით, 22 სტუდენტიდან ოთხი ქუთაისიდან, ათი კი იმერეთის რეგიონიდანაა.

„სტუდენტებს თანხა არ აქვთ. ცდილობენ, დაუკავშირდნენ საელჩოს, თუმცა ცხელ ხაზზე მათ არ პასუხობენ. არიან ცუდ მდგომარეობაში. ახალგაზრდები საქართველოში დასაბრუნებლად ბილეთების შეძენას ვერ ახერხებენ. მივმართავთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, დაინტერესდნენ მათი პრობლემებით და დროულად მოხდეს დაბრუნება" - განაცხადა გიორგი ბერძენაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს