საქართველოს ბიზნესასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი აღურიცხავი საწვავის გამოვლენისა და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მიესალმება

საქართველოს ბიზნესასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის გამოვლენისა და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მიესალმება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილმა დანაშაულმა კიდევ ერთხელ აჩვენა ნავთობპროდუქტების სფეროში დანაშაულებრივი ბიზნესის არსებობის მასშტაბები.

BAG-ის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარის, შავლეგ მიშველაძის განცხადებით, სამართლიანი კონკურენცია და გადასახადების პირუთვნელი გადახდა არის ერთადერთი გზა ჯანსაღი ბიზნესგარემოს შესაქმნელად.

„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ დღეს ქვეყნის სანავთობო ბიზნესი დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე, როდესაც სხვადასხვა კრიმინალური გზებით იმპორტირებული აღურიცხავი საწვავის არსებობის ფაქტორი უზარმაზარ დარტყმას აყენებს სფეროში მოღვაწე კეთილსინდისიერ ბიზნეს სუბიექტებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს. აუცილებელია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს სამართლიანი ბიზნესის კეთების კულტურა - სხვადასხვა ტიპის ბიზნესში ჩართულ თითოეულ სუბიექტს მთელი სიგრძე-სიგანით უნდა ესმოდეს ქვეყანაში არსებული გადასახადების გადახდის ვალდებულებისა თუ სხვა კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის აუცილებლობა. სამართლიანი კონკურენცია და გადასახადების პირუთვნელი გადახდა არის ერთადერთი გზა ჯანსაღი ბიზნესგარემოს შესაქმნელად“, - აცხადებს მიშველაძე.

მისივე განცხადებით, უკანასკნელ პერიოდის რეალობად იქცა, ერთის მხრივ, სანავთობო სფეროს უმსხვილესი ბიზნეს სუბიექტები - თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სოციალური პასუხისმგებლობით, მრავალმილიონიანი ინვესტიციებითა და ასეულმილიონიანი შენატანებით სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მეორეს მხრივ, მეწარმეთა ნაწილი, რომელთა ყოველდღიურობა მიმართულია სხვადასხვა კრიმინალური სქემებითა თუ ანგარიშფაქტურების მანიპულირებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებისაკენ.

„ვთვლით ჩვენს ვალდებულებად, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში დამკვიდრებული კრიმინალური სქემების გამოსავლენად და მანკიერი რეალობის ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა