ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სააღდგომო ნობათს სახლში მიიღებენ

ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სააღდგომო ნობათს სახლში მიიღებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ამისთვის საჭირო არ იქნება წინასწარ დარეგისტრირება და განცხადების დაწერა. სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ყველა ბენეფიციარს სააღდგომო ნობათს სახლში ქუთაისის მერიის თანამშრომლები მიუტანენ.

„ამასთანავე, ვთხოვთ მოქალაქეებს, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში მივიდნენ ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში, რომელიც მუშაობის ნახევრად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული და იქ ყოველდღიურად მხოლოდ მორიგე თანამშრომლები მუშაობენ. შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე (0431) 24-26-51, 595250309 ან მიხვიდეთ ქუთაისის მერიის მოქალაქეთა მისაღებში, მისამართი: რუსთაველის #3 ასევე ქ.ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში, მისამართი: დუმბაძის ქუჩა # 61“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება