ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ  აფთიაქებისა და კვების ობიექტების გარდა ყველა სხვა სავაჭრო დაწესებულება მომსახურების დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადავიდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ აფთიაქებისა და კვების ობიექტების გარდა ყველა სხვა სავაჭრო დაწესებულება მომსახურების დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადავიდეს.

შესაბამისი ინიციატივა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე გააჟღერა.

„სამი კვირა გავიდა ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის შემოსვლიდან, ამ სამი კვირის განმავლობაში ქვეყანამ იმ ღონისძიებებით, რომელიც გატარდა და ძალიან სერიოზული ღონისძიებები გატარდა, მოვახდინეთ პრევენცია, რომ ჯერჯერობით, არ გვაქვს ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში. მაგრამ, როგორც ყოველთვის აღვნიშნავთ, შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში იქნება და ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ზრდა შემთხვევების. დღევანდელ სხდომაზე ყველა სექტორმა პრემიერს ის ღონისძიებები გააცნო, რაც ტარდება, შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შევიდა წინადადებით, რომ უფრო მეტად გამკაცრდეს სოციალური დისტანცირების ანუ ფიზიკური დისტანცირების ღინისძიებები ქვეყანაში. გარდა რესტორნებისა, კაფე-ბარებისა და ა.შ. სოციალური დისტანცირების ღონისძიებები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსაც შეეხოს, რა თქმა უნდა, საკვები ობიექტებისა და აფთიაქების გამოკლებით. პრემიერმა უწყებებს დაავალა დღის ბოლომდე ზომების კიდევ უფრო შესაძლებელ გამკაცრებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება," - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა