დავით ზალკალიანი - გამოვთქვამთ მზაობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც პრობლემა შეექმნათ ევროკავშირში ლეგალურად ყოფნის ვადის გადავადების, ინდივიდუალურად გავუწიოთ დახმარება

გამოვთქვამთ მზაობას, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც პრობლემა შეექმნათ ევროკავშირში 90-დღიანი ლეგალურად ყოფნის ვადის გადავადების, ინდივიდუალურად გავუწიოთ შესაბამისი დახმარება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უწყება აქტიურ კომუნიკაციაშია როგორც ევროკომისიასთან, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

„ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა ინდივიდუალური წევრების მიმართ, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებსაც ამ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო შეექმნათ პრობლემა, გარკვეულწილად გადაუვადდეთ ეს ვადები, ანუ ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადები და ამ მიმართულებითაც ჩვენი საელჩოები და საკონსულოები მზად არიან, რომ დაეხმარონ მოქალაქეებს ამ კომუნიკაციაში ადგილსამყოფელი ქვეყნის მიხედვით. ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც შეექმნათ პრობლემა ევროკავშირში 90 - დღიანი ლეგალურად ყოფნის ვადის გადავადების, ინდივიდუალურად გავუწიოთ შესაბამისი დახმარება თითოეული შემთხვევიდან გამომდინარე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!