ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კერძო სექტორს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ამის შესახებ მინისტრმა კლინიკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ გამოხატული მზაობისთვის,რაც დღეს არის ჩვენს საზოგადოებაში. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება გახდეს ეფექტური ღონისძიება კორონავირუსის დამარცხებასთან დაკავშირებით. რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა ბატონი პრემიერის მიერ ორგანიზებული შეხვედრა. კერძო სექტორის ყველა წარმომადგენელი იმყოფებოდა ამ შეხვედრაზე. ჩვენ დეტალურად გავაცანით მათ სტრატეგიული გეგმის შესახებ, რომელიც დაანონსებული გვაქვს და რამდენიმე კლინიკასთან გვაქვს გატარებული უკვე დეტალური ღონისძიებები. მოგეხსენებათ, უკვე 7 კლინიკაა ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომელიც აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. გვაქვს ძალიან საიმედო და კარგი გამოსავლები პაციენტებთან დაკავშირებით. ერთი პაციენტი უკვე გაეწერა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის ოჯახს, რომელიც ესპანეთში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.

„დღეს დილით შევიტყვეთ ინფორმაცია, ჩვენი თანამემამულე, რომელიც იმყოფებოდა ესპანეთში, დაიღუპა კორონავირუსის შედეგად. მართალია მას ჰქონდა არაერთი ქრონიკული დაავადება, მაგრამ ამის მიუხედავად კორონავირუსი იყო ერთ-ერთი წამყვანი დიაგნოზი. მწუხარებას გამოვხატავ ოჯახის მიმართ“,-აღნიშნა მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა