ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, მერიაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედ უბნის ექიმებთან და ა(ა)იპი ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ-ეპოდემიოლოგ ნატო დვალთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდნენ.

ექიმ-ეპოდემიოლოგმა ნატო დვალმა იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრა, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას COVID-19 ვირუსის გამო. მან ინფორმაციის სახით უბნის ექიმებს მიაწოდა იმ პრევენციების შესახებ, რომელიც მედპერსონალმა უნდა განახორციელოს ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა უბნის ექიმებს სთხოვა აქტიურად ითანამშრომლონ მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან, ხოლო თავის მხრივ მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მზადყოფნას გამოთქვამენ ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში კოორდინირებულად იმუშაონ და გვერდით დაუდგენ უბნის ექიმებს.

ექიმი-ეპიდემიოლოგი ნატო დვალი მზადაა ნებისმიერ დროს უპასუხოს თქვენს შეკითხვებს კორონავირუსთან დაკავშირებით, ტელეფონის ნომერზე- 599171485“ , - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ამბროლაურის მერია ავრცელებს.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა