რუსთავში მოხალისე Ctopper-ები, ხანდაზმულ და რისკის ჯგუფში მყოფ პირებს პროდუქტით და მედიკამენტებით მომარაგებაში დაეხმარებიან

რუსთავში მოხალისე Ctopper-ები, ხანდაზმულ და რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს პროდუქტით და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით მომარაგებაში დაეხმარებიან. მოხალისეთა ონლაინ რეგისტრაცია რუსთავის მერიამ რამოდენიმე დღის წინ გამოაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, მოხალისე- Ctopper-ები რუსთავის 10 ტერიტორიულ ერთეულზე გადანაწილდებიან და რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების მიხედვით მოემსახურებიან რუსთაველებს.

მოხალისეთა მომსახურება მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებს, რაც საჭიროების შემთხვევაში, მხლოდ გაგზავნის და მოთხოვნილი პროდუქტის, თუ მედიკამენტის სახლში მიტანაში გამოიხატება.

,,ამ დროისთვის მოხალისედ 125 ადამიანია დარეგისტრირებული, რეგისტრაცია გრძელდება. დღეს ვასრულებთ კორპუსების სადარბაზოებში საინფორმაციო ბანერების გამოკვრას, სადაც მითითებული იქნება ყველა საკონტაქტო ინფორმაცია. პირველ რიგში, მოხალისეები დაეხმარებიან სოციალური სასადილოებით მოსარგებლე, ასევე ხანდაზმულ და განსაკუთრებული რისკის ჯგუფში მყოფ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პროდუქტის და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ვერ ახერხებენ გარეთ გამოსვლას. ყველას, ვისაც აქვს ასეთი პრობლემა რუსთავში, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე და მოხალისეები მზად არიან გაეგზავნონ მათ მაღაზიასა თუ აფთიაქში“, - განაცხადა რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორმა გეგი ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე თქმით, ყველა იმ რუსთაველმა, რომელსაც ასეთი სახის მომსახურება ესაჭიროება, არის ხანდაზმული ან მიეკუთვნება დაავადების რისკის ჯგუფს, პირველ რიგში, უნდა დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (ტ. 0(341) 25 51 27, 25 51 83, 27 00 05;) და საკუთარი საჭიროების შესახებ, დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ქოლ ცენტრის ოპერატორს, რის შემდეგაც, ცხელი ხაზი ინფორმაციას ავტომატურად გადასცემს მოხალისეთა იმ ჯგუფს, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულზე იქნება მიმაგრებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა