ფოთის მერის ინფორმაციით, დროებით შეჩერდება სილამაზის სალონების, ტოტალიზატორების და გარკვეული სავაჭრო ობიექტების მუშაობა

ფოთში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით დაიხურა ტოტალიზატორები, სილამაზის სალონები, ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სურსათის, აფთიაქების და შხამქიმიკატების. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებში, სასპორტო და სახელოვნებო სკოლებში, ადმინისტრაციულ შენობებში.

მათივე ინფორმაციით, შიდა საქალაქო ტრანსპორტს დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება.

ამასთან, შეიზღუდა სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება. ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის სასადილო გადავიდა შინ მიტანის სერვისზე. 300 ბენეფიციარს მოხალისეთა დახმარებით შინ მიეწოდებათ საკვები.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყველას ერთად გვიწევს სასტიკ პრობლემასთან შებრძოლება. ქვეყანაში მიღებულია გადაწყვეტილება და არის მოწოდება, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დარჩეს სახლში იმისათვის, რომ შემცირდეს ის რისკები, რაც კორონავირუსის გავრცელებას შეეხება. პრევენციის მიზნით ჩვენს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ცენტრალური ხელისუფლების რეკომენდაციის საფუძველზე ქალაქში შეჩერდეს როგორც სილამაზის სალონების, ასევე სამეურნეო მაღაზიების მუშაობა. იმუშავებს მხოლოდ სურსათის მაღაზიები შეუფერხებლად. ჩვენ გვქონდა შეხვედრა სურსათის მაღაზიების მფლობელებთან, გვქონდა საუბარი იმაზე, რომ არ ყოფილიყო ფასების ხელოვნურად ზრდა, ასევე გვქონდა საუბარი იმაზე, რომ იქნას მაქსიმალურად დაცული ის წესები, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული. თითოეული ადამიანი მაღალი თვითშეგნებით მოეკიდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება რესტორნებს, მათი ნაწილი გააგრძელებს მუშაობას მიტანის სერვისით, ადგილზე მომსახურება კი არ იქნება. აგრალური ბაზრის დაკეტვის საკითხი დღეისათვის არ დგას, გაძლიერებული რეჟიმით მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, მაქსიმალურად ხდება პრევენციული ღონისძიებების გატარება,“- განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა