ალექსანდრე ქანთარია - განსაცდელის ჟამს ჩვენს საზოგადოებაში იმდენი დადებითი ამოტივტივდა, რომ შეუძლებელია, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვქონდეს

ამ უბედურების მოლოდინში, როდესაც განსაცდელმა მთელი მსოფლიო მოიცვა, ჩვენი ქვეყანა სამაგალითო ორგანიზებას და მოთმინებას იჩენს. ასეთ დროს, როგორც ყველგან, ჩვენთანაც ფერმკრთალდება ის, რაც მნიშვნელოვანი გვეგონა (პოლიტიკური გაწამაწია) და ზედაპირზე ამოდის უმთავრესი ღირებულება – ადამიანი და მისი ჯანმრთელობა , - წერს სოციალური ქსელის facebook-ის საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ასეთ დროს ქვეყანაში მთელი სიმძაფრით გამოიკვეთება ხოლმე სახელმწიფოს და ხელისუფლების როლი და დანიშნულება.

„დღეს, როცა ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს ვირუსის შემოტევას და ახლა უკან მიჰყვებიან მოვლენებს, ჩვენი ხელისუფლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის სრულ მობილიზაციას ახდენს პრემიერ გახარიას ხელმძღვანელობით და აწონილად მართავს პროცესებს. აქა-იქ მესმის ყიჟინა საგანგებო მდგომარეობის შემოღების, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ჟამი აქვს. აქაც ისე, როგორც ომში, ზუსტად უნდა განისაზღვროს, როდის, რა და რისი გამოყენება უნდა მოხდეს: ავიაცია, არტილერია, კავალერია თუ ფეხოსნები და ერთბაშად არ უნდა დაიცალოს მარაგი. ამ ომშიც გადამწყვეტია მოთმინება, თანმიმდევრობა და ამას ახერხებს ხელისუფლება. აქვე უნდა აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის მზადყოფნა დამატებით ფულადი რესურსებით დახმარების შესახებ. ჩვენი მოქალაქეებიც, მცირედი გამონაკლისის გარდა, შესაშურ მოთმინებას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ავლენენ და ღირსეულად ხვდებიან ამ უხილავ მტერს. ვირუსი იმდენად ვერაგია, რომ არ ვიცით, ვის, სად და როდის წამოგვეწევა. მაგრამ შევეცადოთ მოთმინება ვიქონიოთ, ხელი არ შევუშალოთ ხელისუფლებას და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. გასაგებია, რომ ბევრს, მათ შორის, პოლიტიკოსს უნდა თავის გამოჩენა, მაგრამ ახლა სჯობს თავი შევიკავოთ, რათა ზედმეტი რჩევებით, ჭკუის სწავლებით არ დავაზიანოთ პროცესი და დავემორჩილოთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც გვთავაზობენ.

კიდევ ერთი და უმთავრესი: ამ განსაცდელის ჟამს ჩვენს საზოგადოებაში იმდენი დადებითი ამოტივტივდა, რომ შეუძლებელია ოპტიმიზმის საფუძველი არ გვქონდეს. ამ საუკუნეში ჩვენთან იყო ომი, ხანძარი, წყალდიდობები და ჯარისკაცებმაც, მეხანძრეებმაც, ახალგაზრდობამ, მოქალაქეებმა სამაგალითო გმირობა აჩვენეს. დღეს, ამ უხილავ ომში, ჩვენი მედპერსონალია წინა ხაზზე და მაღალი პროფესიონალიზმით, თავდადებით ასრულებს თავის მოვალეობას. მაშ, ვიამაყოთ, რომ ასეთი სამშობლო გვაქვს. შიში ვერ გვიხსნის!.. ამან გადაგვარჩინა, ისევ ეს გადაგვარჩენს. დავდგეთ ერთად, გავაკეთოთ ის, რაც გვევალება და არა ის, რაც გვინდა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს სამშობლოს იმდენი რამ გადაუტანია, რომ ამას როგორ ვერ გავუძლებთ ღვთისა და ერთმანეთის შემწეობით. აუცილებლად დავამარცხებთ ამ დღემდე უცნონ ვირუსს“, - წერს ალექსანდრე ქანთარია, რომლის პოსტსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე