გურიაში თვითიზოლაციაში 100 პირი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი 24 ადამიანია გადაყვანილი

გურიაში თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. გურიიდან საკარანტინო სივრცეში 24 ადამიანია გადაყვანილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„კარანტინში გურიიდან იმყოფება 18 პირი. ამ რიცხვს დაემატება ის 6 ადამიანი, რომლებიც ცოტა ხნის წინ ოზურგეთიდან წაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. აქვე მინდა გითხრათ, რომ გურიიდან ორი ადამიანი დღეს ასრულებს საკარანტინო ვადას და ისინი დაუბრუნდებიან ოჯახებს.

ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს