საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულმა დაბინძურებული ტერიტორიის დეკონტამინაციის მიზნით, სიტუაციური სწავლება ჩაატარა

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეულმა დაბინძურებული ტერიტორიის დეკონტამინაციის მიზნით, სიტუაციური სწავლება ჩაატარა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სწავლების სცენარის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებმა ურბანულ გარემოში მოქალაქეების, ავტოტექნიკისა და ტერიტორიის დასუფთავება განახორციელეს.

პირადმა შემადგენლობამ დაბინძურებული გარემოს გაწმენდა იმ სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით უზრუნველყო, რომელიც ქართულ მხარეს ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან უსასყიდლოდ გადაეცა.

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეული მსგავს წვრთნებს რეგულარულად გადის და მათ ამერიკელი და გერმანელი ინსტრუქტორები ამზადებენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ძალების რქბ სკოლასა და აშშ-ის „თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან“ DTRA მჭიდროდ თანამშრომლობს.

იხილეთ ვიდეო: საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონში სიტუაციური სწავლება გაიმართა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა