მსოფლიო მედია - მოსკოვში პნევმონიის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ეჭვს ბადებს, რომ ხელისუფლება კორონავირუსის შესახებ რეალურ სურათს მალავს

მსოფლიოს გავლენიანი გამოცემების ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებლებში პნევმონიის მკვეთრი ზრდა ეჭვს აჩენს იმის შესახებ, რომ ოფიციალური მოსკოვი ქვეყანაში კორონავირუსთან არსებულ ვითარებას მალავს.

გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ მოსკოვში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პნევმონიის რაოდენობა 37%-ით გაიზარდა. ინფორმაციას რუსეთის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

იგივე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ მოსკოვში, სადაც ოფიციალურად კორონავირუსის 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, მხოლოდ იანვარში პრევმონიის 6921 შემთხვევა გამოვლინდა.

„როიტერსის“ ინფორმაციით, რუსეთის ექიმთა ალიანსის პროფკავშირის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ხელისუფლება მოსახლეობას ატყუებს.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გვატყუებენ“, - აცხადებს ანასტასია ვასილევნა.

ცნობისთვის, რუსეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 180 შემთხვევა და ერთი გარდაცვალებაა დაფიქსირებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა