მარინა ენდელაძე - კორონავირუსით ინფიცირებულ მოზარდებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, მაგრამ რამე განსაკუთრებული არ არის და  ყველას პროგნოზი კეთილსაიმედოა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა.

„ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რა თქმა უნდა, მსუბუქი სიმპტომები აქვთ, მაგრამ მათთან რამე განსაკუთრებული არ არის და ყველას პროგნოზი კეთილსაიმედოა“, - განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან კი ერთი მოქალაქე უკვე გამოჯანმრთელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა