მარინა ენდელაძე - 86 წლის ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, საყურადღებო ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 31 პაციენტია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, საყურადღებოა 86 წლის პაციენტის მდგომარეობა ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით.

„რაც შეეხება ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ 31 პაციენტს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მსუბუქი, საშუალო, მძიმე შემთხვევებიც გვაქვს, მაგრამ ყველა სტაბილურად არის. ალბათ, გაინტერესებთ ერთ-ერთი ქალბატონის, რომელიც 86 წლისაა მდგომარეობა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, საყურადღებო ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მაგრამ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას და ვცდილობთ ყველანაირად, რომ ყველაფერი დასრულდეს კარგად“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან პნევმონია 11 ადამიანს აქვს, მათ შორის არის საშუალო სიმძიმე, მაგრამ სტაბილურად არიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა