რუმინეთიდან დაბრუნებული ქართველი სამხედროები გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით დაბრუნდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქართველი სამხედროები რუმინეთში, წვრთნებში მონაწილეობდნენ, რომელიც აპრილის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

უწყების ინფორმაციით, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუმინეთის ეროვნული თავდაცვისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებითა და შესაბამისი დანაყოფების კოორდინირებული ქმედებებით, ქართველი სამხედროები სამშობლოში კურსის დასრულებამდე სპეციალური რეისით დააბრუნდნენ. აღნიშნული, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ნათელი გამოხატულებაა და პარტნიორობის წარმატებული მაგალითია.

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით და თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამხედროები გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, სადაც ისინი ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს